ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში ვერ მოხვდა - ვანჰეზებრუკი ქართველ შემტევს აღარ წყალობს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს – 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმები წარსულში დატოვა, მაგრამ ახლა მწვრთნელი აღარ ათამაშებს.
ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა ბელგიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრის განაცხადში, სადაც მისი გუნდი, „გენტი“ ლიეჟის „სტანდარდს“ უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 22 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა უკვე დაასახელა ფეხბურთელთა 20-კაციანი სია, რომლებიც თამაშისთვის ემზადებიან და სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე მათ შორის არაა.
22 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლო შეხვედრებში „გენტის“ განაცხადს მიღმა რჩება. ბოლოს ჰეინ ვანჰეზებრუკმა კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ფლორასთან“ ათამაშა, გიორგიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა. ეს იყო 9 დეკემბერს, მანამდე ქართველი ლეგიონერი მოედანზე ბოლოს 7 ნოემბერს გავიდა.
ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში ჟუპიერლიგის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ვერ მოხვდა, ახლა თასზეც არ ათამაშებენ – ბელგიური მედიის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას აპირებს.