ჩაკვეტაძე დატვირთვებს ზრდის
ჩაკვეტაძე დატვირთვებს ზრდის
გიორგი ჩაკვეტაძის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მალე ის ინტერნსიურ დატვირთვებზე გადავა – ეს საქართველოს პირველ არხთან მოთამაშის მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ განაცხადა..
 
„გიორგი ინტენსიურად, ვარჯიშობს, ყოველდღიურად სავარჯიშო დარბაზში 6 საათს ატარებს. მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და უკვე 10 დღეში ან ორ კვირაში კი, შესაძლოა, სირბილი დაიწყოს. მაგრამ მოედანზე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში თუ დაბრუნდება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ჯაკობია.
შეგახსენებთ, რომ მაისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე საოპერციო იყო და საქართველსო ნაკრებსა და ბელგიურ „გენტს“ უკეთეს შემთხვევაში, ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება.