გიორგი ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაშიც მოახერხა თავის გამოჩენა, მაგრამ ამჯერად უკვე დუბლი შეასრულა და „გენტს“ მოგებაში კიდევ ერთხელ დაეხმარა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველი შემტევის გუნდმა სახლში „შარლერუა“ მიიღო. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 36-ე წუთზე მეკარის მოგერიებული ბურთი ახლოდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. 6 წუთში „შარლერუამ“ წონასწორობა ჯეიმს ოსიმჰენის გოლით აღადგინა – 1:1.
48-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეორედაც აიღო მეტოქის კარი – მან სტალონე ლიმბომბეს ფლანგური გადაცემა ერთი შეხებით დააგვირგვინა და გუნდი ისევ დააწინაურა – 2:1. ეს ის სტალონეა, რომელსაც წინა ტურში ჩაკვეტაძე დუბლის შესრულებაში დაეხმარა. ანგარიში აღარ შეცვლილა და „გენტმა“ 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ წინა ტურში „ოსტენდესთანაც“ გაიტანა და ბოლო ორ ტურში 3 გოლი გაიტანა. „გენტი“ 12 ტურის შემდეგ 20 ქულით ბელგიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გადავიდა და „სტანდარტს“ ქულით გადაასწრო.