ინტერნეტგამოცემა voetbalkrant.com-მა ბელგიის ჩემპიონატის აღმოჩენის გამოვლენა გულშემატკივრებს მიანდო და მათი გამოკითხვა დაიწყო.
voetbalkrant.com-მა შვიდი გამორჩეული 21 წლამდელი ახალგაზრდა ფეხბურთელი თავად შეარჩია -გულშემატკივრებს არჩევანის გაკეთება მათ შორის მოუწევთ. ერთ-ერთი მათგანი კი „გენტის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც თბილისის „დინამოდან“ ახალ კლუბში შარშან ზაფხულში გადავიდა.
ჯერჯერობით გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი ლიდერობს.
გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“) (30.32%)
სამუელ კალუ („გენტი“) (20%)
დილან ბატუბინსიკა („ანტვერპენი“) (20%)
იდრისა დუმბია („ზულტე ვარეგემი“) (10.32%)
ჰასან ბანდე („მეჰელენი“) (7,74%)
ემანუელ დენისი („ბრიუგე“) (7.1%)
ალექსის საელამაეკერსი („ანდერლეხტი“) (4.52%)