გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „გენტის“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტურის რჩეულებში გამოცემა voetbalkrant.com-მა შეიყვანა.
„ჩაკვეტაძე „ოსტენდესთან“ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო იყო,“ – ასე მოკლედ დაასაბუთა გამოცემამ 19 წლის ქართველის დასახელება. ახალგაზრდა ქართველი ტურის სიმბოლურში შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „ოსტენდთან“ (რომელიც „გენტმა“ – 4:0 მოიგო) სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა სტალონე ლიმბომბე. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა თავად გაიტანა, მეოთხე გოლზე კი მეკარემ ქართველის ძლიერად დარტყმული ბურთი უხეიროდ მოიგერია და სტალონემ დამატებაზე გაიტანა და „გენტმა“ გასვლზე 4:0 მოიგო.