ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ჩინელ დინ ლიჟენსა და რუს იან ნეპომნიაშჩის შორის.
14 კლასიკური პარტიის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 7:7. კვირას ტიტულის ბედი გადაწყდა გადამწყვეტი ტაიბრეიკის (რაპიდი, დროის კონტროლი 25 წუთი+10 წამი) მეოთხე პარტიაში, რომელშიც ჩინელმა 68-ე სვლაზე შავი ფიგურებით მოუგო რუსს. ტაიბრეიკი ლიჟენმა 2.5:1.5 მოიგო. მანამდე სამი პარტია ყაიმით დასრულდა.
დინ ლიჟენი კაცებს შორის რიგით მე-17 ჩემპიონი გახდა. ჩინელმა ტიტული გადაიბარა ნორვეგიელი მაგნუს კარლსენისგან, რომლის ნაცვლადაც თამაშობდა საჩემპიონო მატჩში. შეგახსენებთ, რომ კარლსენმა უარი თქვა ტიტულის დაცვაზე მოტივაციის არქონის გამო.