ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული შვიდი წლის დავით თათვაძე გახდა
რუმინეთის ქალაქ მამაიში მიმდინარეობს ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, რომელზეც შვიდი წლის დავით თათვაძეც ასპარეზობს.
ქართველმა მოსწავლემ ზედიზედ რვა პარტია მოიგო, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა.
წყარო – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია