ჭაბუკი ძიუდოისტების წარმატება ევროპის თასზე - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი, სამი ბრინჯაო #1TVSPORT
ჭაბუკი ძიუდოისტების წარმატება ევროპის თასზე - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი, სამი ბრინჯაო #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქ კოპერში გამართულ ევროპის თასზე, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები პროექტის „მომავალი – JUDO მოქნილი გზა – წარმატებისკენ“ მონაწილეები არიან და ამ ტურნირში თავის ასაკზე ერთი ან ორი წლით უფროსებს დაუპირისპირდნენ.

ოქროს მედალი შოთიკო გოჩიაშვილმა (+90კგ) მოიპოვა, ვერცხლი შოთა ბაჩოშვილმა (-50კგ), მერაბ სამადაშვილმა (-55კგ) და ლუკა ბენიაიძემ (+90კგ), ხოლო ბრინჯაო – თორნიკე გიგაურმა (-60კგ), მათე გველესიანმა (-66კგ) და გიორგი გივიშვილმა (-66კგ).