ჭაბუკა მახარაძემ ბრატისლავის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბრატისლავის საერთაშორის ტურნირზე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში ოქროს მედალი აიღო.
მახარაძის მოსწავლემ, ათი წლის ანდრია საათაშვილმა კი, ჯამში, ოთხი მედალი მოიპოვა – ერთი ვერცხლი ინდივიდუალურ კატაში ათი წლის ბიჭებს შორის, სამი ბრინჯაო 10-11-წლიანებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს დისციპლინაში.