ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან საქართველოს ნაკრების წევრები იასპარეზებენ #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან უკვე საქართველოს ნაკრების წევრები იასპარეზებენ.
ჭაბუკ ძალოსანთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი გამოვა, ხოლო 81 კგ.-ში – ლევან ოჩიგავა.
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრები:
გივი დარსაველიძე – 102 კგ.
საბა ადამია – 102 კგ.
ირაკლი ვეკუა – 102 კგ.
მარიამ მურღვლიანი – 81 კგ.