ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საფეხმავლო ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საფეხმავლო ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდი რეაბილიტირდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ხიდით სარგებლობა დღეს უკვე უსაფრთხოა.

„ახლახან დასრულდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ხის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა განახლებას. ეს კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ გამოიცვალა ყველა დაზიანებული დეტალი და განახლდა მთლიანად კონსტრუქცია. სამუშაოები უკვე მთლიანად დასრულებულია და დღეს ხიდი ყველანაირად უსაფრთხოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.