ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა: „არა, ზოგადად ოპოზიცია შეთანხმებულია, არანაირ მეორე ტურებში მონაწილეობას არ ვღებულობთ“.

გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რის გამოც, მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა შალვა კერესელიძე, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 50,1% ჰქონდა აღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია ცეზარი ჩოჩელი, რომელმაც წინასწარი შედეგების მიხედვით, 33,42% მიიღო.

დატოვე კომენტარი