ცესკო-ში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
ცესკო-ში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო.

გიორგი სიორიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე.

დატოვე კომენტარი