ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 163 უბანზე (21.2%).

აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიღებული აქვს 36 906 ხმა (40.64 %), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26 683 (29.38%), „გახარია – საქართველოსთვის“ 7 708 (8.49 %), „ლელო“ 3 059 (3.37%), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლებას“ 2 715 (2.99%), „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 2149 (2.37%), „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს“ 2 034 ხმა (2.24%).

დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტებმა ხმების ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.