ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიების წარდგენილი გიორგი სიორიძე აირჩიეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ახალი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი სხდომა გაიმართა ცესკო-ში.
სხდომაზე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საარჩევნო გრაფიკი. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე პერიოდულად საზოგადოებას სხვადასხვა სახის სერვისებს წარუდგენს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიების წარდგენილი კანდიდატი გიორგი სიორიძე აირჩიეს.