ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ფოთში ბექა ვაჭარაძეს 57.35 პროცენტი აქვს, გიგი უგულავას 42.65 პროცენტი

01:30, 31.10.2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 57.35 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას 42.65 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ვე (100%) უბანზე.

მსგავსი