ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა 19 მაისის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

20:26, 11.05.2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 19 მაისს რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

ცესკო-ს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელის მოწერით საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„საერთო ჯამში დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ცესკოს, 12 საოლქო და 410 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა”, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

მსგავსი