ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების კისისხევის, ნასამხრალისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდნენ

15:57, 26.08.2019

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების კისისხევისნასამხრალისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განხორციელებული, მიმდინარე, დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნეს.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ის საჭიროებები გააცნეს, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრიორიტეტულ საკითხებად სასმელი და სარწყავ წყლის სისტემის მოწესრიგება, დასაქმების პრობლემა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.

ადგილობრივებმა სოფლის საჯარო და მუსიკალურ სკოლაში გათბობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე.

მსგავსი