ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს. ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ნოელ კოიარამ სააგენტო „რია ნოვოსტისთანინტევრიუში განაცხადა.

2018 წლის აგვისტოში რუსეთმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ ქალაქ ბერენგოში დაფუძნდა სამწვრთნელო ცენტრი, სადაც ადგილობრივ სამხედროებს რუსი ინსტრუქტორები ამზადებენ.

„ჩვენ ბაზის კონკრეტულ განვითარებაზე არ გვისაუბრია, თუმცა ამის შესაძლებლობას ჩარჩო-შეთანხმება არ გამორიცხავს“, – აღნიშნა კოიარამ.

შეგახსენებთ, გასული წლის 31 ივლისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ისინი აფრიკულ სახელმწიფოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.