ცენტრალურ გაიანაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარს 19 ბავშვი ემსხვერპლა
ცენტრალურ გაიანაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარს 19 ბავშვი ემსხვერპლა

ცენტრალურ გაიანაში, ქალაქ მაჰდიაში, სკოლის საცხოვრებელში ხანძარს 19 ბავშვი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ნაწილი დედაქალაქ ჯორჯთაუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლი საერთო საცხოვრებელში შუაღამით გავრცელდა.

გამოძიების წინასწარი შედეგების თანახმად, ხანძარი, შესაძლოა, განზრახ გააჩინეს, თუმცა ეჭვმიტანილები დაკავებული არ არიან.