„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა წარმდგენების ვინაობა ცნობილია
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა წარმდგენების ვინაობა ცნობილია

„ოქროს გლობუსის” გამარჯვებულების წარმდგენების ვინაობა ცნობილია.

კონკურსის გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემენ: ჰოლი ბერი, ჩიდვიკ ბოუსმანი, ჯესიკა ჩესტეინი, იდრის ელბა, ჰარისონ ფორდი, ჯონი გალეცკი, ლუპიტა ნიანგო, გარი ოლდმენი, ჯიმ პარსონსი, სემ როკველისირშა რონანი, ოქტავია სპენსერი, ბენ სტილერი, ლენა ვეითი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი.

ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონია 6 იანვარს გაიმართება. ღონისძიება ტრადიციულად  სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში” ჩატარდება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ცერემონიას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია „ბოჰემური რაფსოდია“, „ შავი კუკლუქსკლანელი‘“, „შავი პანტერა“, „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ და „ვარსკვლავის დაბადება“ .

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გლობუსის მოპოვების შანსი აქვთ ემილი ბლანტს, შარლიზ ტერონს, კონსტანს ვუსა და ელსი ფიშერს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: ბრედლი კუპერი, უილიამ დეფო, რემი მალეკი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ლუკას ჰედჯესი.

საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებენ: „გოგონა“, „არასდროს გაიხედო სხვაგან“, Capernaum, „რომა“ და Shoplifters.