ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრა
ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრა

ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრა.

მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში დაუდასტურეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი და დაჭრილია ერთი პირი.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს.