ცაგერის სოფელ ტვიშში მოსახლეობა აქციას მართავს
ცაგერის სოფელ ტვიშში მოსახლეობა აქციას მართავს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები კომპანია „როიალ ხვანჭკარასგან“ 40 ტონა ტვიშის ცოლიკოურის შეძენას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, კომპანია მათთან უნიკალური ჯიშის ყურძენში 5 ლარს იხდის, სხვა სოფლებიდან კი, დაბალი ხარისხის ყურძენს 3-4 ლარად ყიდულობს და ტვიშის სახელით ყიდის.

„რამდენჯერმე კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს და გვითხრეს, რომ 14 ტონა ყურძენს იყიდდა. დღეს კი, მხოლოდ 5 ტონის ყიდვას გეგმავს. ყურძენი მწიფეა და მზად არის დასაკრეფად. ვითხოვთ დახმარებას“, – განუცახადა საქართველოს პირველ არხს სოფელ ტვიშის მკვიდრმა მელიტონ ასათიანმა.

სოფელში იმყოფება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. გიორგი გონაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მოაგვაროს მევენახეების პრობლემა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, რათა შემოვიდნენ ტვიშის თემში არსებული ყურძნის შესაძენად. მოსახლეობას შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ვერ მოხერხდა გადანაწილება, ვის ყურძენს იყიდდა კომპანია“, – განაცხადა გონაძემ.