ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფერჩთან ხანძარი ლიკვიდირებულია
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფერჩთან ხანძარი ლიკვიდირებულია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად ადგილობრივებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ცეცხლი დაახლოებით ხუთ ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი.