C ლიცენზიის კურსზე მეორე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT
C ლიცენზიის კურსზე მეორე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე ჯგუფის მეორე მოდული გაიმართა.

სფფ-ს ცნობით, ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, კურსის მონაწილე მე-3 ჯგუფის სწავლება ონლაინ-რეჟიმში წარიმართა. კურსზე 25 მონაწილე ირიცხება – ეს სწავლების პირველი საფეხურია და დამწყები მწვრთნელებისთვის იმართება.

მეორე მოდულის სწავლება მოიცავდა როგორც ჯგუფურ სწავლებას, ისე ინტერაქციას. მეორე მოდულის ძირითადი თემები, სტაბილიზაცია და კოორდინაცია, ასევე პირველადი დახმარება გახლდათ.

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში 2018 წლიდან მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.