ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება - საჯარიმო სანქცია 500-დან 1000 ლარამდეა
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება - საჯარიმო სანქცია 500-დან 1000 ლარამდეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება და საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1 000 ლარამდეა. ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

„წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ვამკაცრებთ. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს გარემოსდაცვით კანონდარღვევას, დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს ნომერზე: 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა; კონფიდენციალურობა დაცული)“, – აცხადებენ სამინისტროში.