ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე - ვიდეოში ფიქსირდება 36 წყვეტა, იწყება და მთავრდება ალოგიკურად
ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე - ვიდეოში ფიქსირდება 36 წყვეტა, იწყება და მთავრდება ალოგიკურად

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ექსპერტი იკითხება, რომელმაც საქმის მტკიცებულებას, 10 წუთიან ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა.

ასმათ მატუშევსკაიას განმარტებით, ვიდეოში სადაც ასახულია 2004 წლის 24 ნოემბრის მოვლენები, არის უხეში წყვეტები, ცვლილებები, სპეცფაქტები, 47 ერთი და იგივე კადრი, ასევე ისმის ხმები, ფრაზები, რომლებიც ალოგიკურად წყდება. მოწმის თქმით, ვიდეომასალაში არის აჩქარებული კადრები.

„კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოში ფიქსირდება მონტაჟი, ის არ წარმოდგენს ორიგინალს, მის შესაქმნელად გამოყენებულია სპეცეფექტები, რაც გამოიხატება კადრიდან კადრზე გადასვლისას, სხვა კადრის ჩასმით, ხმის ჩახშობით და ა.შ.”,- განაცხადა მოწმემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ რამდენიმე პროცესის წინ, ამავე საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები სასმართლოში მიიტანა. მოსამართლემ ეს დასკვნა საქმეს დაურთო, რის შემდეგაც პროკურატურამ ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა.

საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებად ბრალად.