ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე - ექსპერტმა დაადგინა, რომ ფირი პირველივე წამიდან დამონტაჟებულია
ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე - ექსპერტმა დაადგინა, რომ ფირი პირველივე წამიდან დამონტაჟებულია

ფონოსკოპიურმა ექსპერტმა, რომელიც ხმისა და მოძრაობის თანხვედრაზეა პასუხისმგებელი, დაადგინა, რომ ფირი პირველივე წამიდან დამონტაჟებულია, – განაცხადა გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა და ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, გოჩა მუკბანიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. 

„ამ დროს, გუშინწინ დონაძე ფურცლებს აფრიალებდა, რომ ფირის პირველი სამი წუთი უწყვეტია“, – განაცხადა მუკბანიანმა.

გადაცემა „პარტულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ 2012 წელს გურამ დონაძემ გამოძიებას მისი შემთხვევის ადგილზე არყოფნის ალიბი, სამსახურებრივი მივლინების შესახებ ცნობა წარუდგინა, რაც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა, რადგან ყალბი იყო.