ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გრძელდება
ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გაგრძელდა.

ასმათ მურუშევსკაიას უკვე მესამე სხდომაა კითხავენ. ის ბრალდებამ უკვე დაკითხა, წინა სხდომაზე კი მისი დაკითხვა დაცვის მხარემ დაიწყო და დღეს აგრძელებს.

აღნიშნულმა მოწმემ საქმის მთავარ მტკიცებულებას, 10 წუთიან ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა და თქვა, რომ ვიდეო მონტაჟია და მასში არის უხეში წყვეტები.

„რაც ექსპერტიზის თვალსაზრისით გამართლებულია და მეთოდურად სწორია, ის ფოტოებია გამოვიყენე ექსპერტიზაში. ყველაფერი ინფორმატიული მოთავსდა ამ დასკვნაში. ყველა მნიშვნელოვანი ფოტოსურათი მოთავსდა ექსპერტიზაში. შეძლებოდა ყველა კადრის დასურათება თუ ამას ჩავთვლიდი საჭიროდ”,- განაცხადა მოწმემ.

დაცვის მხარე ექსპერტის ჩვენებას არ ენდობა.

საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.