ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა წერილობითი ჩვენებების გამოქვეყნებაზე მსჯელობს
ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა წერილობითი ჩვენებების გამოქვეყნებაზე მსჯელობს

ბუტა რობაქიძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდება წერილობითი ჩვენებების გამოქვეყნებაზე მსჯელობს.

ბრალდების მხარემ დაასრულა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ დაკითხეს ყველა მოწმე, რომლებიც მოწმეთა სიაში ჰყავდათ.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას სურს, რამდენიმე ისეთი მოწმის ჩვენების გამოქვეყნება, რომლებიც სასამართლოში არსებითი განხილვის ფარგლებში ვერ წარდგნენ. ამის შემდეგ პროკურატურა სრულად ამოწურავს საკუთარ მტკიცებულებებს და შემდგომ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე დაიწყებს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ შუამდგომლობა ჩვენებების გამოქვეყნებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.

დატოვე კომენტარი