ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას ბრალდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი იწყებს. ამის შემდეგ სიტყვას კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ბაქრაძის ადვოკატი დაიწყებს.

2018 წლის ბოლომდე მოსამართლემ ამ საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურატურამ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ედება ბრალად. სხდომაზე ხუთივეს ადვოკატია და შესაბამისად, დასკვნითი სიტყვა თითოეულმა მათგანმა უნდა წარმოთქვას. თითოეულისათვის მოსამართლეს გარკვეული დრო აქვს გამოყოფილი.