ბუტა რობაქიძის საქმეზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დასრულდება

07:07, 14.12.2018

ბუტა რობაქიძის საქმეზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დღეს დასრულდება.

დარჩენილია ბრალდებული ზურაბ მიქაძე, რომელმაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა წინა სხდომაზე დაიწყო და დღეს დაასრულებს. ამის შემდეგ მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, ბრალდებულები სიტყვით ისარგებლებენ და მოსამართლე სათათბიროდ გავა.

დღევანდელი სხდომა თითქმის ხუთწლიანი სასამართლო განხილვის ფარგლებში ბოლო იქნება.

ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის ამბობს, რომ წლების წინ სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გააყალბეს. გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ყველა მათგანს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი