ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხულმა ვიდეოქსპერტმა ცრუ ჩვენება მისცა
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხულმა ვიდეოქსპერტმა ცრუ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა დასრულდა.

ასმათ მურუშევსკაიას მხარეები სამი სხდომის განმავლობაში კითხავდნენ.

პირველივე სხდომაზე მოწმემ თქვა, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება, ვიდეო დამონტაჟებულია და მასში წყვეტები შეინიშნება.

პროცესი დღესაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ასმათ მურუშევსკაიას მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა. ბრალდებულებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა და მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. კერძოდ, რა ტიპის ეფექტებზე საუბრობს ექსპერტი დოკუმენტში და რა არის ამ ეფექტების ტექნიკური სახელწოდება.

აღნიშნული მოწმის დაკითხვით სახელმწიფო ბრალდებამ მოწმეების დაკითხვა დაასრულა. ახლა უკვე მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე განაგრძობს. სხდომები სექტემბერში განახლდება.

საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.