ბურუნდიში ყუმბარის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ბურუნდის ყველაზე დიდ ქალაქში, ბუჟუმბურაში მოხდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელმა ტერორისტულმა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ორი ყუმბარა ააფეთქა, რომლის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
გასულ შაბათს აფეთქება ბუჟუმბურას აეროპორტშიც მოხდა, რომელზეც პასუხიმგებლობა კონგოში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „წითელმა ტაბარამ“ აიღო. დაჯგუფება „წითელი ტაბარა“ 2011 წელს ჩამოყალიბდა და მთავრობის ძალისმიერი მეთოდებით დამხობას ისახავს მიზნად.