ბურთი საათში 119 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობდა - კაკაბაძის გოლმა პოლონელები აღაფრთოვანა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში ოთარ კაკაბაძის ფანტასტიკურმა გოლმა „რაკუვთან“ „კრაკოვიას“ სამი ქულა მოუტანა და 4 ადგილით დაწინაურების საშუალება მისცა, საქართველოს ნაკრების მცველი კი პოლონური მედიის ობიექტივში მოექცა.

sport.onet: „ოთარ კაკაბაძის ფანტასტიკური დარტყმა სეზონის გოლის ფავორიტია. გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმში მან გაიტანა. ქართველმა ბურთი საჯარიმო მოედნის წინ მიიღო და ძლიერად დაარტყა. ასეთი ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარეს აბსოლუტურად არანაირი შანსი არ ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ბურთი საათში 119 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობდა! კაკაბაძის დარტყმამ „კრაკოვიას“ გამარჯვება დაამტკიცა, თუმცა მატჩის წინ „კრაკოვიას“ გამარჯვებას ცოტა თუ ელოდა. იაცეკ ზელინსკის გუნდმა დაამტკიცა, რომ ტოპ-გუნდებს საფრთხე კვლავ შეუძლია შეუქმნას.“

sport.dziennik.pl: „კაკაბაძის მშვენიერი გოლი – თამაშის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ზელინსკიმ გადაწყვიტა ოთარ კაკაბაძის შეშვება, რომელიც წინა მწვრთნელის დროს სათადარიგოთა სკამს იშვიათად ტოვებდა. ეს შესანიშნავი გამოსავალი აღმოჩნდა. შესვლიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრების მცველმა მაღალ კუთხეში ფანტასტიკური დარტყმით გაიტანა.“

CANALPLUS_SPORT: „რა გოლი!!! ოთარ კაკაბაძის ბომბა დარტყმა აუღებელი იყო!“

sport.tvp: „ოთარ კაკაბაძის წყალობით „კრაკოვიამ“ ახალი მწვრთნელის მისვლა გამარჯვებით აღნიშნა.“

sport.fakt.pl: „კაკაბაძის ფენომენალური გოლი – გულშემატკივრები გოლით აღფრთოვანდნენ. 69 წუთი. „კრაკოვიამ“ მოედნის მარცხენა ნახევარზე იმოქმედა. გადაცემა წარუმატებელი იყო, მაგრამ ოთარ კაკაბაძემ ბურთი საჯარიმო მოედნის წინ დაიჭირა. ძლიერმა დარტყმამ მიზანს მიაღწია. მშვენიერი გოლი, რომელმაც „კრაკოვიას“ სამი ქულა მოუტანა!

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხედ ითამაშა, მაგრამ ახლა აქვს შანსი, გუნდში ადგილი დაიმკვიდროს. საქმე ისაა, რომ მისი გოლით გუნდში წარმატებით დაბრუნდა იაცეკ ზელინსკი, რომელიც გუნდს ბოლოს 2017 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა.

კრაკოველებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, თუმცა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „რაკუვთან“ ფავორიტი არ იყო მე-15 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ” 4-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა.