ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოსა და სამხედრო შტაბბინის ტერიტორიას თავს დაესხნენ
ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოსა და სამხედრო შტაბბინის ტერიტორიას თავს დაესხნენ

ბურკინა-ფასოს დედაქალაქის ცენტრში, საფრანგეთის საელჩოსა და სამხედრო შტაბბინის ტერიტორიას თავს დაესხნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა მანქანიდან სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

თავდასხმას საფრანგეთის ელჩი ბურკინა-ფასოში სოციალურ ქსელში ადასტურებს.

ფოტო, რომელიც მედიაში გავრცელდა, შავი კვამლი ჩანს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბურკინა ფასოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმი ამ წუთებში მიემართება.

უაგადუგუში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, ქალაქში გადაადგილებას მოერიდონ და თავი შენობებს შეაფარონ.