ბუქარესტში მმართველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

11:50, 11.08.2019

რუმინეთის დედაქალაქში მმართველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამართა.

ბუქარესტში აქციის მონაწილეებმა ერთი წლის წინ, პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება კორუფციაში, სუსტ მმართველობასა და მართლმსაჯულების სისტემის დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 22 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

2018 წლის 10 აგვისტოს, საპროტესტო აქციის წინააღმდეგ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „როიტერი“ წერს, რომ სპეცრაზმი ხელებაწეულ მომიტინგეებს სცემდა. სამედიცინო დახმარება მაშინ 400-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა.

მსგავსი