ბუქარესტში მართლმსაჯულების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს
მართლმსაჯულების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები რუმინეთის დედაქალაქში 10 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა.
რუმინეთის ხელისუფლებამ 19 თებერვალს ცვლილებები სამ კანონში განახორციელა, რომელიც მოსამართლეებისა და პროკურორების სტატუსს, სასამართლოს და მაგისტრატურის უმაღლეს საბჭოს არეგულირებს.
დემონსტრანტების მტკიცებით, კანონში შეტანილი ცვლილებები მმართველი პარტიის კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მართლმსაჯულებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს, ძირს უთხრის კორუფციასთან ბრძოლას და სამართლებრივ სახელმწიფოს ასუსტებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია პროკურორების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ბუქარესტის გარდა, აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.