ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრი - 28 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრი - 28 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრმა 28 მაისს კახეთის რეგიონში 765 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

„28 ივნისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, 10:50 საათიდან 18:30 საათამდე საგარეჯოს, თელავის,გურჯაანის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა, 80 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, – აცხადებენ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.