ბუნდესტაგში „მაგნიტსკის აქტის“ მიღების შესაძლებლობას განიხილავენ
ბუნდესტაგში „მაგნიტსკის აქტის“ მიღების შესაძლებლობას განიხილავენ

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები „მაგნიტსკის აქტის“ მიღების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, პრინციპში სწორია და სასურველია ასეთი კანონის მიღება“, – განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დეპუტატმა, ნორბერტ როტგენმა.

როტგენი აღნიშნული საკითხის განხილვას ბუნდესტაგში სხვა პარტიების წარმომადგენლებთან გეგმავს, კერძოდ „მწვანეებთან“ და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებთან.

„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. კანონი პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან აქვთ კავშირი.

ბუნდესტაგში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წევრი გიდე იენსენი აცხადებს, რომ გერმანიაში ანალოგიური კანონის მიღებას მიესალმება, თუმცა მანამდე პარლამენტში ამ საკითხზე დებატების გამართვას მიიჩვევს საჭიროდ.