ბუნდესტაგმა გააუქმა მექანიზმი, რომლითაც უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული წესით შეეძლოთ
ბუნდესტაგმა გააუქმა მექანიზმი, რომლითაც უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული წესით შეეძლოთ.
კერძოდ, გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ერთი წლის წინ მის მიერვე დამტკიცებული ცვლილებების გაუქმებას. შესაბამისად, გერმანიის პასპორტის მისაღებად პროფესიონალები, რომლებზეც შრომით ბაზარზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არსებობს, ვალდებული იქნებიან, ქვეყანაში სამი წლის ნაცვლად, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში დარჩნენ.
გერმანიის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭების მექანიზმის, ე.წ. ტურბო ნატურალიზაციის გაუქმებას 450-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ „გერმანული პასპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც წარმატებული ინტეგრაციის აღიარება და არა როგორც სტიმული არალეგალური მიგრაციისთვის“. როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმით სულ რამდენიმე ასეულმა უცხოელმა ისარგებლა.