ბუნდესტაგის წევრი კნუტ აბრაჰამი – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინასა ან საქართველოზე
ბუნდესტაგის წევრი პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ კნუტ აბრაჰამი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, „რუსეთი არ გაჩერდება უკრაინასა ან საქართველოზე“.
„14 წლის წინ, ამ დღეს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილ იქნა რუსეთის ჯარების მიერ და დღემდე საქართველოს ტერიტორიები რუსების მიერ არის ოკუპირებული. ამას გვიჩვენებს მავთულხლართები და დეზინფორმაცია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე ან საქართველოზე“, – წერს აბრაჰამი „ტვიტერზე“.
Heute vor 14 Jahren wurde #Georgien von russischen Truppen überrannt. Und bis heute sind georgische Gebiete russisch besetzt. Stacheldraht und Desinformation markieren den Weg. Wir müssen uns stets vor Augen führen, dass 🇷🇺 nicht bei der 🇺🇦 oder in 🇬🇪 stoppen wird. pic.twitter.com/mHu8LSZgt8
— Knut Abraham, MdB (@Knut_Abraham) August 6, 2022