ბუნდესლიგის მომდევნო სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება
ბუნდესლიგის მომდევნო სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ჩემპიონატში 2020-21 წლების სეზონის სტარტი 18 სექტემბრისთვის არის დანიშნული, ბოლო ტური კი 2021 წლის 22 მაისს გაიმართება.

პირველი წრის ბოლო ტური 2020 წლის 21 დეკემბერს ჩატარდება. ზამთრის შესვენება შემცირდება სეზონის ნაადრევად დაწყების გამო – მეორე წრე იანვრის პირველ უქმეებზე დაიწყება.

ასევე იტყობინებიან, რომ გერმანიის სუპერთასი 30 სექტემბრისთვის იგეგმება.

გერმანიის წლევანდელი ჩემპიონატი 27 ივნისს გაიმართება. ჩემპიონი გახდა „ბაიერნი“, პირველი ბუნდესლიგა დატოვეს „ფორტუნამ“ და „პადერბორნმა“, საგზური ელიტაში მოიპოვეს „არმინიამ“ და „შტუტგარტმა“.