„შტუტგარტის“ ფორვარდი სერუ გირასი „დორტმუნდში“ გადავა.
გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, დორტმუნდულმა კლუბმა ბუნდესლიგის გასული სეზონის მეორე ბომბარდირის გადაბირება გადაწყვიტა.
უფრო ადრე ტრანსფერის განხორციელება გადაიდო, რადგან პირველმა სამედიცინო შემოწმებამ ფეხბურთელის ტრავმა გამოავლინა.
როგორც იტყობინებიან, მეორე გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ მუხლის ჯვარედინი მყესების მკურნალობა კონსერვატული გზით არის შესაძლებელი და გირასი მხოლოდ რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
ასე რომ, გირასი სულ მალე „დორტმუნდის“ ფეხბურთელი გახდება.