ბუნდესლიგის მატჩები ოქტომბრის ბოლომდე უმაყურებლოდ ჩატარდება
ბუნდესლიგის მატჩები ოქტომბრის ბოლომდე უმაყურებლოდ ჩატარდება

გერმანიაში გაიმართა ცალკეული ფედერალური მიწების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა კონფერენცია, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის მიმოხილვას ეხებოდა.

კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო – საფეხბურთო სტადიონებზე მაყურებლების დაშვება. როგორც გამოცემა „კიკერი“ წერს, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ტრიბუნების ნაწილობრივ გახნის უფლებაც ვერ მიიღო.

მინისტრებმა მოიწონეს ლიგის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული კონცეპცია, რომელიც ითვალიწინებს პერსონალიზებულ ბილეთებს, ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას, ფეხზე დასადგომი ტრიბუნების ჩაკეტვას, სტუმარი ფანებისთვის სტადიონზე შესვლის აკრძალვას, მაგრამ მაინც გამორიცხეს 31 ოქტომბრამდე არენებზე მაყურებლის შეშვება.

გერმანიის ახალი ჩემპიონატი 18 სექტემბერს დაიწყება.