ბუნდესლიგა „ბაიერნის“ მოგებით დაიწყო
ბუნდესლიგა „ბაიერნის“ მოგებით დაიწყო

გერმანიაში ბუნდესლიგის ახალი გათამაშება ტრადიციულად ჩემპიონის მატჩით გაიხსნა. „ბაიერნმა“, რომელსაც ნიკო კოვაჩის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.

ახალი ჩემპიონატის პირველი გოლი თომას მიულერმა გაიტანა. მან 23-ე წუთზე დააწინაურა „ბაიერნი“. მეორე ტაიმის დასაწყისში შალაიმ გაათანაბრა ანგარიში და „ჰოფენჰაიმი“ ახლოს იყო სენსაციურ ფრესთან „ალიანც არენაზე“, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო: რობერტ ლევანდოვსკიმ 82-ე წუთზე პენალტით წინ გაიყვანა ჩემპიონი, 90-ე წუთზე კი არიენ რობენმა წერტილი დაუსვა შეხვედრას – 3:1.

„ბაიერნმა“ ასეთი შემადგენლობის ითამაშა:
ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ალაბა, კომანი (რობენი, 45+4), ხავი მარტინესი (გორეცკა, 67), მიულერი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (ხამეს როდრიგესი, 83), ლევანდოვსკი.