ბულგარეთში საქართველოს ელჩი - ბულგარეთის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება ისტორიულ ხასიათს ატარებს
ბულგარეთში საქართველოს ელჩი - ბულგარეთის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება ისტორიულ ხასიათს ატარებს

ბულგარეთის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება ატარებს ისტორიულ ხასიათს, რადგან პირველად იქნა მიღებული ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში ასეთი ტიპის დეკლარაცია, – ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ოთარ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დეკლარაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის პარალელურად ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ერთსულოვნად მხარდამჭერი დეკლარაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დეკლარაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. აღნიშნული ატარებს ისტორიულ ხასიათს, რადგან პირველად იქნა მიღებული ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში ასეთი ტიპის დეკლარაცია“, – განაცხადა ოთარ ბერძენიშვილმა.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.