ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეთა უკმაყოფილება პარლამენტის კენჭისყრამ გამოიწვია, რომლითაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკვე მეხუთედ არ დაუჭირეს მხარი.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე ორი კვირაა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრში საავტომობილო გზა დაბლოკეს, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა.