ბულგარეთში მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნები მესამედ გაიმართება
ბულგარეთში მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნები მესამედ გაიმართება

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საპარლამენტო არჩევნები 14 ნოემბერს დანიშნა. ეს მიმდინარე წელს ბულგარეთში მესამე საპარლამენტო არჩევები იქნება.

ამავე დღეს, 14 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო აჩევნები გაიმართება.

„მე რაც შეიძლება მალე დავითხოვ პარლამენტს და დავნიშნავ ორმაგ არჩევნებს“, -განაცხადა რადევმა.

პრეზიდენტმა პარლამენტი მას შემდეგ დაითხოვა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა.

ბულგარეთში 4 აპრილს და 11 ივლისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებმა მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს. 2021 წლის მაისიდან ქვეყანას პრეზიდენტის მიერ დანიშნული გარდამავალი მთავრობა ჰყავს.

რადევი, რომელიც პრეზიდენტად მეორე ვადით იყრის კენჭს, აცხადებს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად გამართვა დროსა და გადასახადების გადამხდელების ფულს დაზოგავს.