ბულგარეთში ინგლისის ნაკრების ერთი გულშემატკივარი დაიღუპა
ბულგარეთში ინგლისის ნაკრების ერთი გულშემატკივარი დაიღუპა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ადგილობრივ ნაკრებსა და ინგლისის ეროვნულ გუნდს შორის მატჩამდე ბრიტანეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც ორივე ინციდენტის შესახებ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

ამასობაში, ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია 32 წლის „უცხოელი მოქალაქის“ დასახმარებლად ორშაბათს, დილის 10:00 საათზე იქნა გამოძახებული.

„პოლიციამ მიიღო სიგნალი იმის შესახებ, რომ მამაკაცი ძალიან მთვრალი იყო. როდესაც პოლიცია დასახმარებლასდ მივიდა, მამაკაცი მოულოდნელად ძალიან აგრესიული გახდა“, – ნათქვამია ბულგარეთის შინაგა საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ირკვევა, მამაკაცი პოლიციაში გადაყვანისას გარდაიცვალა, თუმცა ზუსტი მიზეზები არ დასახელებულა.